понедельник, 19 октября 2015 г.

სასწავლო პროექტის გეგმა

                   

პორტფოლიო


სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
მარინა მწყერაშვილი
რაიონი
ამბროლაური
სკოლა
ჭრებალოს საჯარო სკოლა
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
ამოდის, ნათდება!
თემის შინაარსი
ინტერნეტით ინფორმაციის მოძიება იმპრესიონისტულ და პოსტიმპრესიონისტულ მიმდინარეობაზე და ამ ორი სტილის შედარება.
ნამუშევრებზე დაკვირვება და საკუთარი ნახატების შექმნა. გამოფენა.
ფოტოაპარატით ერთი და იგივე ადგილის გადღება დღის სხვადასხვა მონაკვეთში.
თავიანთი ნამუშევრებით სლაიდშოუს მოწყობა.
საგანი
ხელოვნება
დონე/კლასი  
მე-9. საბაზო საფეხური
განხორციელების დროის ჩარჩო
ოთხი კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ს.გ.IX.5  ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ხელოვნებას რამდენიმე მახასიათებლის მიხედვით (სტილი,თემა, ჟანრი):
ს.გ.IX.4 მსჯელობს იმის შესახებ, თუ რა ეფექტს აღწევს მხატვარი ფერის საშვალებით (მაგ. ,იწვევს გარკვეულ ემოციას, ქმნის განწყობილებას ,გამოკვეთს მთავარს, აძლიერებს ჟღერადობას);
ს.გ.IX.3 გეგმავს, რა მატერიალური რესურსები დასჭირდება შესესრულებელ სამუშაოს და როგორ მოიძიებს ამ რესურსებს.
ს.გ.IX.1 იყენებს კონტრასტულ ფერებს ფერის ჟღერადობის გასაძლიერებლად და ემოციების გადმოსაცემად;
ს.გ.IX.1ატარებს ექსპერიმენტს შერჩეულ სფეროში (მხატვრობა,დიზაინი, ფოტოგრაფია  და ა,შ) მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე (ტექნოლოგია, თეორიები,გამომსახველობითი ხერხები, მასალა).
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები შეადარებენ ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ხელოვნებას სტილის, ჟანრის და თემის მიხედვით.
იმსჯელებენ, თუ რა ეფექტს აღწევს მხატვარი ფერების საშვალებით.
დაგეგმავენ რა მატერიალური რესურსები დასჭირდებათ შესასრულებელ სამუშაოზე და მოიძიებენ რესურსებს.
მოსწავლეები გამოიყენებენ კონტრასტულ ფერებს თავიანთ ნამუშევრებში ფერის ჟღერადობის და ემოციების გადმოსაცემად.
ჩაატარებენ ექსპერიმენტს მხატვრობაში და ფოტოგრაფიაში, გამოიყენებენ საინფორმაციო ტექნოლოგიებს.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რა ცვლილებებს ხედავთ  გარემოში დილიდან დაღამებამდე?
როგორ ამინდში გიყვართ სეირნობა?
როგორ განწყობას გიქმნით წვიმიანი ან მზიანი ამინდი?

თემატური კითხვები

გაიხსენეთ ის მხატვრები, რომლებიც საკუთარ ნამუშევრებს დღის სხვადასხვა მონაკვეთზე დაკვირვებით ხატავდნენ
შინაარსობრივი კითხვები


რა არის იმპრესიონიზმი მხატვრობაში?
რა იყო მათი მიზანი?
რა ხერხს მიმართავდნენ ამისათვის?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ




კითხვა-პასუხები.
მოსწავლეთა წინარე ცოდნის დონის დადგენა.
ჯგუფური მუშაობა.                      ინფორმაციის მოძიება. ნახატების შექმნა და გამოფენა.სურათების გადაღება და სლაიდშოუს მოწყობა.
მოსწავლეებს ეხმარება სწავლის პროცესის გაანალიიზებაში, თანამშრომლობით სწავლაში.
პრაქტიკული სამუშაოს, ხელოვნების ნიმუშების ანალიზის და პრეზენტაციის უნარის შეფასება.
მასალის გაგებისა და ამა თუ იმ უნარჩვევის, ათვისების ხარისხის შემოწმება სტანდარტთან შესაბამისობით.






შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
აღწერეთ შეფასების ფორმები, რომელსაც კლასში მოსწავლეებთან  მუშაობისას  იყენებთ  საჭიროებების განსაზღვრის, მიზნების დასახვის, პროგრესის მონიტორინგის, უკუკავშირის უზრუნველყოფის, კრიტიკული აზროვნების და პროცესების შეფასების, სასწავლო პროცესის ანალიზისთვის, სასწავლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე. მოცემული შესაძლოა მოიცავდეს გრაფიკულ დამგეგმავებს (ორგანაიზერებს), ინსტრუქციებს წერითი სამუშაოსთვის, პრაქტიკული მუშაობის ჩანაწერებს, ჩამონათვალებს, გამოკითხვებსა და რუბრიკებს. ამასთანავე, აღწერდეს მოსწავლეების მიერ შექმნილი პროდუქტების აღწერას, პრეზენტაციებს, წერილობით დოკუმენტებს, ან ეტაპობრივ შეფასებებს, რომელთაც განახორციელებთ სასწავლო პროცესში. სასწავლო პროცედურების გრაფაში განმარტეთ, ვინ იყენებს შეფასებებს, როგორ გამოყენება შედეგები და სად ხორციელდება.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
მოსწავლეებს შეუძლიათ მიზანმიმართულად გამოიყენონ ხელოვნების ელემენტები, ტექნიკა და პროცედურა ნამუშევრის შესაქმნელად.
შეუძლიათ დაგეგმონ და შეასრულონ სხვადასხვა სახის სამუშაო.
შეუძლიათ ამოიცნონ და შეადარონ სხვადასხვა ეპოქისა და სტილის მიმდინარეობები და ნამუშევრები.


სასწავლო პროცედურები

შევკრებ  მე-9 კლასის მოსწავლეებს. პროექტორით ვაჩვენებ იმპრესიონისტი და პოსტიმპრესიონისტი მხატვრების თითო-თითო ნამუშევარს. ბავშვებს ვთხოვ ზეპირად გამოთქვან თავიანთი მოსაზრება ამ ორ ნამუშევარზე.შეადარონ ერთმანეთს , რა განსხვავებას ხედავენ,არის თუ არა მათთვის რომელიმე ნახატი ნაცნობი და სად უნახავთ იგი.
ვარიგებ მოსწავლეთა საჭიროებების შეფასების ბარათებს, რომელშიც იმპრესიონისტული  და პოსტიმპრესიონისტული ნახატები იქნება. ყველა ბავშვი შეავსებს ამ ფურცლებს და ამით გავიგებ თითოეული ბავშვის წინარე ცოდნას.
მოსწავლეებს  ვთხოვ ჩამოთვალონ სხვადასხვა მიმდინარეობები მხატვრობაში. ყურადღებას გავამახვილებ იმპრესიონისტულ და პოსტიმპრესიონისტულ მიმდინარეობებზე. რა სმენიათ და იციან ამ სტილზე. ვაცნობ პროექტის იდეას და მიზნებს.
კლასს დავყოფ სამ ჯგუფად შემთხვევითობის პრინციპით;  გამოვიყენებ ძველ მისალოც სამ ბარათს.თითო ბარათს დავჭრი ბავშვების რაოდენობის მიხედვით, ბრმად ამოვაღებინებ  მოსწავლეებს ბარათების ნაწილებს. შემდეგ ერთმანეთთან დაჯგუფდებიან ის მოსწავლეები , რომლებსაც ერთი და იგივე ბარათის ნაწილები ამოუვათ.
ერთ ჯგუფს დავავალებ ინტერნეტით მოიძიონ ინფორმაცია  იმპრესიონისტულ და პოსტიმპრესიონისტულ მიმდინარეობებზე. შეადარებენ ერთმანეთს. მოპოვებულ მასალას  გააკეთებენ სლაიდებად და პროექტორით გააცნობენ დანარჩენ ორ ჯგუფს. (1 კვირა)
მეორე ჯგუფს დავავალებ დააკვირდნენ ამ მიმდინარეობის ნახატებს. იმსჯელონ იმის შესახებ თუ რა ეფექტს აღწევენ მხატვრები ფერების საშუალებით, როგორ ემოციას დაგანწყობას გადმოსცემენ გამომსახველობითი ხერხებით.
ბოლოს დაკვირვების საფუძველზე შეძლებისდაგვარად დახატავენ იმპრესიონისტული  და  პოსტიმპრესიონისტული
სტილის ნახატებს. ნახატების შექმნის შემდეგ მოაწყობენ სასკოლო გამოფენას. ნახატების გვერდით გააკრავენ დიდ თეთრ ფურცელს სახელწოდებით-<<შთაბეჭდილების ფურცელი>>,  რაზეც დამთვალიერებლები  თავიანთ   შთაბეჭდილებებს  დაწერენ. (2 კვირა)
    მესამე ჯგუფს დავავალებ ფოტოაპარატით გადაიღონ ბუნების ერთი და იგივე ადგილი დღის სხვადასხვა მონაკვეთში(, მაგ: დილას, შუადღეს და საღამოს). მოაწყობენ სლაიდშოუს. (1 კვირა)
    .პროექტის  ბოლოს ჩავინიშნავ რეფლექსიებს; რა იყო დადებითი, საინტერესო და ძნელად მისაღწები. როგორ გამოიყენეს ტანამედროვე ტექნოლოგიები და როგორ მიაღწიეს მიზანს.




დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
აღწერეთ, რა სახის დახმარება და ხელშეწყობა აქვთ მოსწავლეებს, მაგალითად, დამატებითი დრო სწავლისთვის, მოდიფიცირებული სასწავლო ამოცანები, მოდიფიცირებული დავალებები, ჯგუფური მუშაობა, დავალებების კალენდარი, ადაპტირებული ტექნოლოგიები, სპეციალისტების დახმარება. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომლებსაც გამოიყენებთ. ასევე, აღწერეთ შეფასების კომპონენტების მოდიფიკაციები, სადაც მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს თავისი ცოდნა (მაგალითად, ზეპირი გამოკითხვა, წერილობითი ტესტის ნაცვლად).

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

აღწერეთ დამატებითი დახმარების საშუალებები ენაზე მუშაობისთვის, მაგალითად, სასწავლო კურსი და ინდივიდუალური გაკვეთილები ბილინგვური მოსწავლეებისგან ან თემში მოხალისე მასწავლებლებისგან, ქართული ენის შემსწავლელთათვის. აღწერეთ ადაპტირებული მასალები, მაგალითად, ტექსტები, გრაფიკული გამოსახულებები, ილუსტრირებული ტექსტები, ორენოვანი ლექსიკონები, თარგმანის პროგრამები. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომლებსაც გამოიყენებთ. ასევე, აღწერეთ შეფასების მეთოდების მოდიფიკაციები, სადაც მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს თავის ცოდნა, მაგალითად, შეფასების ფორმატში - მშობლიური ენის გამოყენება, ნაცვლად ქართულისა, ან ზეპირი გამოკითხვა, წერილობითი ტესტის ნაცვლად.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
აღწერეთ სასწავლო გეგმის გაცნობის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, დამოუკიდებელი სწავლა; ასევე, მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენის განსხვავებული მეთოდები, მაგალითად, რთული დავალებები, სიღრმისეული კვლევა, მოკვლევა მსწავლელის მიერ არჩეულ თემაზე, ღია დავალებები და პროექტები. ჩამოთვალეთ კონკრეტული რესურსები, რომელსაც მოდულში გამოიყენებთ.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.