понедельник, 4 июля 2016 г.

პროექტი



                        პროექტი

1.პროექტის სახელწოდება: ლენდარტიLLLLL                                                                                  
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა): სკოლის ეზოში რეალური ლანდშაფტის გამოყენება და  მხატვრული გაფორმება
3.პროექტის აქტუალობა: მოსწალეებმა გააცნობიერონ სამყარო როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყარო  და შემოქმედებითად ასახონ  ნამუშევარში.
4.პროექტის მიზნები: კვლევის,  შემოქმედებითობის და   საკომუნიკაციო უნარების განვითარება. შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ ნამუშევარში განხორციელება. მრავალმხრივი მასალის დამოუკიდებლად მოძიებისა და მიზანმიმართულად გმოყენების უნარ-ჩვევების განვითარება
5.მონაწილეთა ასაკი: 14 წელი
6.ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: გააკეთებენ ლამაზ სკვერებს. გადაუღებენ ფოტოებს და განათავსებენ ინტერნეტში
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ფოტოაპარატი, რიყის ქვები, ხის ,,ჯირკები’’, ფუნჯები, საღებავები და ა.შ  
10.საგნებთან/საგნობრივი ჯგუფებთან/ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშირი:შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
. გეგმავს სამუშაოს შესრულებისოპტიმალურდროს,შემსრულებელთა რაოდენობას და, ამოცანის სპეციფიკიდანგამომდინარე,განსაზღვრავს სამუშაოს თანმიმდევრობას/ ფუნქციებს/მოვალეობებს;
. გეგმავს, რა მატერიალური რესურსები დასჭირდება შესასრულებელ სამუშაოს და როგორ მოიძიებს ამ რესურსებს;
. ქმნის ნაკეთობების (სამოსი, ტრანსპორტი, ინვენტარი და სხვ.) და გარემოს(ინტერიერი, ექსტერიერი, ეზო, პარკი და სხვ.) დიზაინის ესკიზებს კონკრეტულსტილში (მაგ. ეთნო, კლასიკა,რეტრო,მოდერნი, მინიმალიზმი, თავისუფალი დასხვ.)                                                 .შემოქმედებითად ასახავს გარემოზე დაკვირვების შედეგად აღძრულ
შთაბეჭდილებებს, იდეებსა და გრძნობებს.
  .იკვლევს, თუ რა გავლენა იქონია თანამედროვე საკომუნიკაციო და
ტექნოლოგიურმა საშუალებებმა ხელოვნების როლზე საზოგადოების ცხოვრებაში.
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მარინა მწყერაშვილი
12.ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:
13.პროექტის ვებ-გვერდის ბლოგი:

понедельник, 27 июня 2016 г.

გაკვეთილის გეგმა

 1.გაკვეთილის  თემა
პოპულარული  ხელოვნება - ეტიკეტი

2.მოსწავლეთა პროფილი
მე-9 კლასი.   14  მოსწავლე.  სსმ მოსწავლე არ მყავს.

3.თემატური ერთეულის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლე   ამოიცნობს და შეადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქის და სტილის ნამუშევრებს.
  მიზანმიმართულად  აირჩევს  და შემოქმედებითად  გამოიყენებს  სახვითი ხელოვნების ელემენტებსა, პრინციპებს, სხვადასხვა  მასალას  და  პროცედურას ნამუშევრის  შექმნისას.
შეძლებს  დაგეგმოს და  შეასრულოს  სხვადასხვა  სახის  სამუშაო.


4.მიზნები და შედეგები
თანამედროვე  მხატვრული  მიმდინარეობებისათვის  დამახასიათებელ  ნიშნებზე  მსჯელობის,   სხვადასხვა  მასალისა  და  ტექნიკის  ფლობის, ჯგუფური  მუშაობის,  კრიტიკული  აზროვნებისა  და  არგუმენტირებული  მსჯელობის,  საპრეზენტაციო,   საკომუნიკაციო  და  პრაქტიკული  უნარ-ჩვევების  განვითარება. .იყენებს კონტრასტულ ფერებს ფერიჟღერადობის გასაძლიერებლად დ
ემოციების გადმოსაცემად;
· გეგმავს სამუშაოს შესრულების ოპტიმალურ დროს, შემსრულებელთა რაოდენობას
და, ამოცანის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაზღვრავს სამუშაოს თანმიმდევ-
რობას/ ფუნქციებს/მოვალეობებს;
· წინასწარ შერჩეული კრიტერიუმების მიხედვით აფასებს ნამუშევარს;
· ახასიათებს XX საუკუნის ხელოვნების
რამდენიმე მიმდინარეობის ცნობილ
ნიმუშს;

5.წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან  რამდენიმე  თანამედროვე  მიმდინარეობები ხელოვნებაში.  შეუძლიათ  ტექნიკის, მასალის  და გამომსახველობითი  ხერხების  ფლობა.   მუშაობა  ჯგუფში.

 
6.შეფასების  საგანი და პროცედურები
მოსწავლეები  შეფასდებიან  კრიტიკულ  აზროვნებასა  და  არგუმენტირებულ  მსჯელობაში.                                        სხვადასხვა  მასალის,  ტაქნიკის  და  გამომსახველობითი  ხერხების  ფლობასა  და  გამოყენებაში.
ნამუშევრების  შექმნასა  და  პრეზენტაციაში  შესაბამისი  შეფასების  რუბრიკებით.
 განმსაზღვრელი  და  განმავითარებელი  შეფასებებით.          
7.სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი






რამდენიმე  ბოთლი  უალკოჰოლო  სასმელი.
ერთი  გაუმჭირვალე  კონსერვის  ქილა. 
მონიტორი,  პროექტორი.
დაფა,  ცარცი, ფერადი  მარკერები,უბრალო  ფანქრები, საშლელი, ფერადი  ფანქრები,ფლომასტერები, ფორმატის  ფურცლები.

8.გაკვეთილის მსვლელობა 
  გაკვეთილის  დაწყებამდე  მოვაწესრიგებ  საკლასო  გარემოს - გავმართავ  ტექნიკურ აღჭურვილობას  და   მოვიმარაგებ  საჭირო  ინვენტარს.
   ფაზა ა)-გამოწვევა(15წუთი)
  წინარე   ცოდნის  გააქტიურებისთვის  მოსწავლეებს  ვუსვამ  კონკრეტულ  შეკითხვას:  რა  ტიპის  სასმელები  იციან?  სავარაუდოთ  ჩამოთვლიან  ალკოჰოლურ  და  უალკოჰოლო  სასმელებს.  ვთხოვ  დაასახელონ  მათი  საყვარელი სასმელი. ღვინო,  ლიქიორი,  ფანტა,  კოკა-კოლა  და    ა. შ.
ვსვამ  შემდეგ  კითხვას:-რით  ხვდებიან  რომელ  ჭურჭელში  რა  ტიპის  სასმელია?
სავარაუდოთ  დაასახელებენ  ფერს, წარწერას,  მხატვრულ  გაფორმებას  და ა.შ.   
    ბავშვებს  ვაჩვენებ  გაუმჭვირვალე  კონსერვის  ქილას  და  ვთხოვ  გამოიცნონ  რა  პროდუქტია  ქილაში.  ამოცნობის  შემდეგ  მოსწავლეებს   ვამცნობ  გაკვეთილის  თემას -     
       ფაზა ბ)-შინაარსის  რეალიზება. (20წუთი)
  კლასს ბარათებით  შემთხვევითობის  პრინციპით  სამ  ჯგუფად  დავყოფ  და თითოეულ  ჯგუფს  დავალებად  ეტიკეტის  შექმნას(დახატვას)  დავავალებ. სანამ  დავალებას  შეუდგებიან  დავურიგებ  ფურცელზე  დაბეჭდილ შეფასების  რუბრიკებს,  რომლის  გათვალისწინებით  შეასრულებენ  მიცემულ  დავალებას.
(დავალება  ასეთი  იქნება: თითო  ჯგუფი  ეტიკეტს  დაუმზადებს  სასურველ  პროდუქტს,  მაგ:კიტრის  მწნილს,  აჯიკას, ლეღვის, ატმის, მარწყვის  ჯემს...) 
   ფაზა ც)-გამთლიანება-რეფლექსია.(10წუთი)                                          თითოეული  ჯგუფის  პრეზენტატორი  კლასის  წინაშე  პრეზენტაციას  გაუკეთებს  საკუთარი  ჯგუფის  ნამუშევარს  და  ერთმანეთს  შეაფასებენ  შეფასების  რუბრიკებით.     

9.დიფერენცირებული სწავლება