1.გაკვეთილის თემა
|
პოპულარული ხელოვნება - ეტიკეტი
|
2.მოსწავლეთა
პროფილი
|
მე-9 კლასი. 14 მოსწავლე. სსმ მოსწავლე არ მყავს.
|
3.თემატური
ერთეულის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლე ამოიცნობს და შეადარებს ერთმანეთს სხვადასხვა
ეპოქის და სტილის ნამუშევრებს.
მიზანმიმართულად აირჩევს და შემოქმედებითად გამოიყენებს სახვითი ხელოვნების ელემენტებსა, პრინციპებს, სხვადასხვა მასალას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას.
შეძლებს დაგეგმოს და
შეასრულოს სხვადასხვა სახის
სამუშაო.
|
4.მიზნები და
შედეგები
|
თანამედროვე მხატვრული
მიმდინარეობებისათვის დამახასიათებელ ნიშნებზე
მსჯელობის, სხვადასხვა მასალისა
და ტექნიკის ფლობის, ჯგუფური მუშაობის,
კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის,
საპრეზენტაციო, საკომუნიკაციო და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება. .იყენებს კონტრასტულ
ფერებს ფერის ჟღერადობის
გასაძლიერებლად და
ემოციების გადმოსაცემად;
· გეგმავს სამუშაოს
შესრულების ოპტიმალურ დროს, შემსრულებელთა რაოდენობას
და, ამოცანის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაზღვრავს სამუშაოს თანმიმდევ-
რობას/ ფუნქციებს/მოვალეობებს;
· წინასწარ შერჩეული კრიტერიუმების მიხედვით აფასებს
ნამუშევარს;
· ახასიათებს
XX საუკუნის ხელოვნების
რამდენიმე მიმდინარეობის ცნობილ
ნიმუშს;
|
5.წინასწარი
ცოდნა
|
მოსწავლეებმა
იციან რამდენიმე თანამედროვე
მიმდინარეობები ხელოვნებაში. შეუძლიათ ტექნიკის, მასალის და გამომსახველობითი ხერხების
ფლობა. მუშაობა ჯგუფში.
|
6.შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეები შეფასდებიან
კრიტიკულ აზროვნებასა და არგუმენტირებულ მსჯელობაში. სხვადასხვა მასალის,
ტაქნიკის და გამომსახველობითი ხერხების
ფლობასა და გამოყენებაში.
ნამუშევრების შექმნასა
და პრეზენტაციაში შესაბამისი
შეფასების რუბრიკებით.
განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებებით.
|
7.სასწავლო
მასალა და ტექნიკური რესურსი
|
რამდენიმე ბოთლი
უალკოჰოლო სასმელი.
ერთი გაუმჭირვალე
კონსერვის ქილა.
მონიტორი, პროექტორი.
დაფა, ცარცი, ფერადი მარკერები,უბრალო ფანქრები, საშლელი, ფერადი ფანქრები,ფლომასტერები, ფორმატის ფურცლები.
|
8.გაკვეთილის
მსვლელობა
|
გაკვეთილის
დაწყებამდე მოვაწესრიგებ საკლასო
გარემოს - გავმართავ ტექნიკურ აღჭურვილობას და მოვიმარაგებ საჭირო
ინვენტარს.
ფაზა ა)-გამოწვევა(15წუთი)
წინარე
ცოდნის გააქტიურებისთვის მოსწავლეებს
ვუსვამ კონკრეტულ შეკითხვას:
რა ტიპის სასმელები
იციან? სავარაუდოთ ჩამოთვლიან
ალკოჰოლურ და უალკოჰოლო
სასმელებს. ვთხოვ დაასახელონ
მათი საყვარელი სასმელი. ღვინო, ლიქიორი,
ფანტა, კოკა-კოლა და ა. შ.
ვსვამ შემდეგ
კითხვას:-რით ხვდებიან რომელ
ჭურჭელში რა ტიპის
სასმელია?
სავარაუდოთ დაასახელებენ ფერს, წარწერას, მხატვრულ
გაფორმებას და ა.შ.
ბავშვებს
ვაჩვენებ გაუმჭვირვალე კონსერვის
ქილას და ვთხოვ
გამოიცნონ რა პროდუქტია ქილაში.
ამოცნობის შემდეგ მოსწავლეებს ვამცნობ
გაკვეთილის თემას -
ფაზა ბ)-შინაარსის რეალიზება. (20წუთი)
კლასს ბარათებით შემთხვევითობის პრინციპით
სამ ჯგუფად დავყოფ
და თითოეულ ჯგუფს დავალებად
ეტიკეტის შექმნას(დახატვას) დავავალებ. სანამ დავალებას
შეუდგებიან დავურიგებ ფურცელზე
დაბეჭდილ შეფასების რუბრიკებს, რომლის
გათვალისწინებით შეასრულებენ მიცემულ
დავალებას.
(დავალება ასეთი
იქნება: თითო ჯგუფი ეტიკეტს
დაუმზადებს სასურველ პროდუქტს,
მაგ:კიტრის მწნილს, აჯიკას, ლეღვის, ატმის, მარწყვის ჯემს...)
ფაზა ც)-გამთლიანება-რეფლექსია.(10წუთი) თითოეული ჯგუფის
პრეზენტატორი კლასის წინაშე
პრეზენტაციას გაუკეთებს საკუთარი
ჯგუფის ნამუშევარს და ერთმანეთს შეაფასებენ
შეფასების რუბრიკებით.
|
9.დიფერენცირებული
სწავლება
|
понедельник, 27 июня 2016 г.
გაკვეთილის გეგმა
Подписаться на:
Сообщения (Atom)